კორონავირუსის გამო მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განახევრდება-ივანე მაჭავარიანი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
917 05 მარტი 2020, 13:29

ივანე მაჭავარიანმა კორონავირუსის მსოფლიო და საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის შესახებ ისაუბრა. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მთავრობა ბოლო დღეების განმავლობაში უწყებათაშორისო საბჭოს ფორმატში ბოლო დღეების განმავლობაში მსჯელობთ.

„ამ შემთხვევაში ყურადსაღებია ეკონომიკის თანამშრომლობის და განვითარების საააგენტოს გუშინდელი განცხადება, სადაც მათ შეაფასეს მსოფლიო ეკონომიკაზე გავლენა. მათი ერთი შედარებით უფრო ოპტიმისტური სცენარით 0,5%-ით იქნება შენელება მსოფლიო ეკონომიკური ზრდის, ხოლო თუ ამან პანდემიური ხასიათი შეიძინა და განვრცობა მოხდა, მაშინ ისინი ვარაუდობენ, რომ მსოფლიო ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა 1,5% იქნება. რაც ნიშნავს, რომ ნავარაუდევი იყო 2.9% ზრდა და ის განახევრდება,“ - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველო ვირუსის ზეგავლენის შედეგს პირველ რიგში ქვეყნის ტურიზმის სფერო განიცდის.

„ჩვენს შემთხვევაში გადმოცემის მექანიზმი საკმაოდ მძლავრია. პირველი, რაც ნელდება ამ დროს არის ტურიზმი, მოგზაურობა, მათ შორის მივლინებები და ა.შ. გუშინ პრაქტიკულად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სავალუტო ფონდში ჩვენი ყოველწლიური, საგაზაფხულო შეხვედრები გაუქმებულიყო და ვიდეოკონფერენციებით ჩავრთულიყავით. პრაქტიკულად ვერავინ იხსენებს, რომ ოდესმე სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა გააუქმა თავისი წლიური შეხვედრა. ასეთი შემთხვევა ალბათ, მეორე მსოფლიო ომის მერე არ ყოფილა. შესაბამისად, ჩვენ რასაკვირველია, გვეზრდება რისკ-ფაქტორი. იცით, რომ ჩვენი ეკონომიკის წამყვანი სექტორი ტურიზმია. ამ საკითხს ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად ვაანალიზებთ სტრეს-ტესტებს და იმისდა მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, გვექნება როგორც მონეტარული, ასევე ფისკალური პასუხი სტიმულირების კუთხით. ასევე, იცით, რომ მსოფლიო ბანკმა და სავალუტო ფონდმა დააანონს, რომ მზად არის გამოყოს თანხები, 50 მილიარდი დოლარი იმ ქვეყნების დასახმარებლად, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდებიან ამ კორონავირუსით. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ ქვეყნების რიგში არ მოვხვდებით და უფრო მალე მოგვარდება ეს ყველაფერი. რასაკვირველია, გვაქვს კონტაქტი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და მათ რეკომენდაციებზე დაყრდნობით მივიღებთ იმ ფისკალურ და მონეტარულ გადაწყვეტილებებს, რომლითაც შევეცდებით შევარბილოთ ის დარტყმა, რაც შეიძლება კორონავირუსმა პოტენციურად შეიძლება მიაყენოს ქვეყანას. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ეს სრული მასშტაბით არ მოხდება და მოკლევადიანი შეფერხება გვექნება, რომელიც მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოწესრიგდება.შეიძლება ვიფიქროთ მონეტარული პოლიტიკის შერბილებაზე, ასევე რაღაც ტიპის ფისკალურ სტიმულზე, თუმცა, ამ ეტაპზე მემგონი ეს არ დაგვჭირდება", - განაცხადა მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, ხელშესახები მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო განათლების შესახებ კანონი, რომელიც უცხოურ კერძო უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს, საბერძნეთში ფილიალები გახსნან
გია ვოლსკი - კანონის აღსრულებას და საქართველოს, როგორც პარტნიორ ქვეყანას როცა ეხება საქმე, ბუნდესტაგში ადეიშვილის ყოფნა უნდა მივიჩნიოთ უპატივცემულობად, დიპლომატიური ეთიკის დარღვევად
არქივი