861
13 მარტი 2020, 14:39
პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში კომერციული ბანკები კომპანიების სესხების რესტრუქტურიზაციას მოახდენენ. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
„გუშინ გვქონდა შეხვედრა საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა კომპანიას, რომელსაც ამის ობიექტური საჭიროება ექნება, საბანკო სექტორი მათი სესხების რესტრუქტურიზაციას უზრუნველყოფს უახლოესი სამი-ოთხი თვის განმავლობაში. მხოლოდ ამ საშუალებით, ტურიზმის სექტორში ჩვენ 100 მილიონი ლარის ფინანსური რესურსს დავტოვებთ. გარდა ამისა, ყველაზე მსხვილ ბანკებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფიზიკური პირები, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები 3 თვის განმავლობაში აუცილებლობის შემთხვევაში, გათავისუფლებულები იქნებიან სასესხო მომსახურეობის ვალდებულებისგან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ფინანსური ისე სოციალური თვალსაზრისით“,-აღნიშნა პრემიერმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |