ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახეთის პრემიერს მიმართა - კარგი გეგმა გვაქვს შუა დერეფნის განვითარებისთვის, მჯერა, ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა იქნება ისეთივე ნაყოფიერი, როგორიც აქამდე იყო და როგორიც ახლაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1123 01 აგვისტო 2023, 19:04

თბილისში თქვენი ვიზიტისას ჩვენ განვიხილეთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი და ასევე, ჩვენი ამბიციური გეგმები და პოტენციური პროექტები, რომლებიც, შესაძლოა, საინტერესო იყოს ორივე ქვეყნისთვის, როგორც ყაზახეთისთვის, ასევე საქართველოსთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ალიხან სმაილოვთან შეხვედრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა შუა დერეფნის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.

„ძვირფასო მეგობრებო, მიხარია თქვენი კიდევ ერთხელ ნახვა. თქვენ იმყოფებოდით თბილისში ივნისში და რამდენიმე კვირის შემდეგ მე ვარ თქვენი სტუმარი, როგორც დაგპირდით. რა თქმა უნდა, მიხარია, რომ ვარ თქვენს ლამაზ ქვეყანაში, ალმატიში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თბილი მიღებისთვის და სტუმარმასპინძლობისთვის.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, თბილისში თქვენი ვიზიტისას ჩვენ განვიხილეთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი და ასევე, ჩვენი ამბიციური გეგმები და პოტენციური პროექტები, რომლებიც, შესაძლოა, საინტერესო იყოს ორივე ქვეყნისთვის, როგორც ყაზახეთისთვის, ასევე საქართველოსთვის.

რა თქმა უნდა, ჩვენ დიდ ყურადღებას ვანიჭებთ შუა დერეფნის განვითარებას და კარგი გეგმა გვაქვს მისი განვითარებისთვის. გასულ წელს ხელი მოვაწერეთ შესაბამის გზამკვლევსაც (საგზაო რუკას), რაც,  ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ამ დერეფნის განვითარებისთვის.

ახლახან მე ვიზიტით ვიმყოფებოდი ჩინეთში, სადაც კარგი დისკუსია მქონდა ჩინეთის მთავრობასთანაც ჩვენი ერთობლივი პროექტის შესახებ და იქ ვახსენე ჩვენი გეგმა, გზამკვლევი (საგზაო რუკა) შუა დერეფანთან დაკავშირებით. ამდენად, მჯერა, რომ ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა იქნება ისეთივე ნაყოფიერი, როგორიც აქამდე იყო და როგორიც ახლაა.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემთან და ჩემს დელეგაციასთან შეხვედრისთვის. მოხარული ვართ, რომ ვიმყოფებით თქვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: მოლდოვასა და ბოსნიაში კატასტროფაა კორუფციის, ინსტიტუტების სისუსტის კუთხით, ამიტომ როდესაც მათ მიენიჭა სტატუსი და საქართველოს - არა, ეს იყო ძალიან უსამართლო გადაწყვეტილება
ლუკ დევინი - საქართველო ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის ადგილი არ უნდა გახდეს
გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული მდგომარეობის შესწავლა გრძელდება
ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის სახლში შეკრებით „ნაცმოძრაობამ“ შესაძლოა პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონი დაარღვია
მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე: ვეთანხმები, რომ მისი მიზანი არ ყოფილა მკურნალობა. მისი მიზანი იყო ქვეყნის არევა, ქაოსი, რევოლუცია, მეორე ფრონტი, რასაც ვერ მიაღწია
არქივი