ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
403 18 ნოემბერი 2023, 10:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

საბჭოს წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე ეკონომიკის მიმართულებით ქვეყანაში არსებული დადებითი ტენდენციები მიმოიხილეს. იმსჯელეს 2024 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.
საბჭოს სხდომაზე განიხილეს მრავალშვილიანი, უსახლკარო ოჯახებისათვის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი. პრემიერის თქმით, 1000-მდე ასეთი ოჯახს მთავრობა შეუძენს ბინებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრისგან კონკრეტული გეგმა მოისმინა. აღინიშნა, რომ პროგრამა მომავალი წლიდან დაიწყება და ჯამურად დაახლოებით 50 მილიონი ლარი დაიხარჯება.

სხდომაზე განიხილეს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამები ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით, მათ შორის მიკროსესხების პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს მიკრო და მცირე მეწარმეთა ფინანსების ხელმისაწვდომობის ზრდას.

მთავრობის მეთაურმა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მოისმინა სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესრულების ანგარიში. აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით პრივატიზებულია 180 000 000 ლარის სახელმწიფო ქონება, საიდანაც ცენტრალურ ბიუჯეტში უკვე გადარიცხულია 121 445 138 ლარი.

ეკონომიკურ საბჭოზე განიხილეს კაპიტალის ბაზრის ხელშეწყობის საკითხები. კერძოდ, ფასიანი ქაღალდების გამომშვები იმ კომპანიებისათვის, რომლებიც წარმატებით განათავსებენ თავიანთ ფასიან ქაღალდებს კაპიტალის ბაზარზე, შეძლებენ დაიბრუნონ ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილი. აგრეთვე განიხილეს კერძო კაპიტალის ე.წ. Private equity საინვესტიციო ფონდის ჩამოყალიბების საკითხები, რომლის მეშვეობითაც მცირე და საშუალო კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ დაფინანსების მისაღებად გამოიყენონ ალტერნატიული წყაროები.
სხდომაზე მთავრობის მეთაურმა მოისმინა სივრცითი განვითარების გეგმის შემუშავების შესახებ შუალედური ინფორმაცია. აღინიშნა, რომ საქართველოს სივრცითი განვითარების გეგმის შესამუშავებლად მიმდინარეობს საერთაშორისო საკონსულტაციო კონსორციუმის შერჩევა. ინტერესთა გამოხატვის ეტაპზე შევიდა 19 განაცხადი, რომლებიდანაც შეირჩა 5 საუკეთესო, ხოლო გამარჯვებული 2023 წლის ბოლომდე გამოვლინდება.

ეკონომიკური საბჭოს წევრებმა იმსჯელეს სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების საკითხზე. აღინიშნა, რომ 2022 წლის დეკემბერში მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფო საწარმოთა ყოვლისმომცველი რეფორმის 2023-2026 წლების სტრატეგია. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა კანონზე, რომლის პირველადი ვერსია შემუშავებულია და მიმდინარეობს განხილვები დაინტერესებულ მხარეებთან.

სხდომაზე განიხილეს CFD აუქციონების შედეგები და ახალი აუქციონის გამოცხადების მიმდინარეობის პროცესი.
მხარდაჭერის სქემის ფარგლებში უკვე განხორციელდა პირველი აუქციონი, რომელიც გამოცხადებულ იქნა 300 მეგავატ დადგმულ სიმძლავრეზე.

უახლოეს პერიოდში იგეგმება სიმძლავრის აუქციონის მეორე ფაზის გამოცხადება, სავარაუდოდ, 600 მგვტ სიმძლავრეზე, რომლის ფარგლებშიც განაცხადების მიღება მოხდება ჰიდროელექტროსადგურებზე, ქარისა და მზის ელექტროსადგურებზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი