ივანე მაჭავარიანი: ეროვნული ბანკის იმ დროისთვის ზედმეტი სიფრთხილე დღეს გამოგვადგა, რომ საბანკო სისტემა არის ერთმნიშვნელოვნად მყარი და დაცული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
742 26 აპრილი 2020, 18:10

ეროვნულოი ბანკის იმ დროისთვის ზედმეტი სიფრთხილე დღეს გამოგვადგა, რომ საბანკო სისტემა არის ერთმნიშვნელოვნად მყარი და დაცული,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ,,forbes კვირასთანგანაცხადა.

 იგი ეროვნული ბანკის პოლიტიკას აფასებს და ამბობს, რომ შარშან ეროვნული ბანკი არაერთხელ მოყვა კრიტიკის ქარცეცხლში და თავადაც ჰქონდა შენიშვნები იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელსაც ცენტრალური ბანკი ახორციელებდა, იგულისხმება რეგულაციები ფიზიკური პირების დაკრედიტების ნაწილში, რამაც გაართულა სესხების აღება.

 მეც რაღაც ნაწილში არ ვეთანხმებოდი ხოლმე: საკუთარ სიტყვებს გავიმეორებ და გეტყვით - “ძალიან დიდ ჯავშანს ადებს საფინანსო სისტემას-მეთქი სებ-. ამ დონის ყუმბარები და რისკები არ ცვივა-მეთქი” - ვიძახდი. თუმცა, თუ ამხელა ყუმბარები გადმოცვივდებოდა, არავინ ელოდა. აღმოჩნდა, რომ ეროვნულოი ბანკის იმ დროისთვის ზედმეტი სიფრთხულე დღეს გამოგვადგა, რომ საბანკო სისტემა არის ერთმნიშვნელოვნად მყარი და დაცული.

 ამ კუთხით მათ შორის დედოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯები, იგივე დოლარზე სარეზერვო მოთხოვნების გაზრდა - კურსის ასეთი მერყეობის პირობებში, ესეც დამცავ მექანიზმად შეგვიძლია ჩავთვალოთ. არ ვიჩქარებდი და ამ ნაწილში არ დავუყენებდი მოთხოვნებს (ეროვნულ ბანკს). ჯერ კიდევ უნდა შევხედოთ”,- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით,  სამომავლოდ მაინც მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებისკენ უნდა განვეწყოთ.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინული ძალები ყირიმში წელს იმიტომ ვერ შევიდნენ, რომ დასავლეთმა საკუთარი ვალდებულებები ვერ შეასრულა
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა
ნათია თურნავა კომერციული ბანკებისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახეთის პრემიერს მიმართა - კარგი გეგმა გვაქვს შუა დერეფნის განვითარებისთვის, მჯერა, ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა იქნება ისეთივე ნაყოფიერი, როგორიც აქამდე იყო და როგორიც ახლაა
არქივი