18:00 საათიდან კომპანიები უნდა დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1029 29 აპრილი 2020, 15:44

ეკონომიკის გახსნის მიზნით, დღეს, 18:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე კომპანიების რეგისტრაცია სპეციალური აპლიკაციის საშუალებით დაიწყება. როგორც შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე აცხადებს, კომპანიები იმ დღესვე გაიგებენ თავიანთ სტატუსს, რამდენად აკმაყოფილებენ ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციებს, იმისთვის, რომ საქმიანობა დაიწყონ. მისივე თქმით, თუ რომელიმე კომპანიას ხარვეზები დაუფიქსირდება, ის მიიღებს დამატებით რეკომენდაციებს და მიეცემა შესაძლებლობა, რომ გაასწორონ ხარვეზები.

როგორც ბექა ფერაძემ პრეზენტაციაზე განაცხადა, აღნიშნული აპლიკაციით 1000-ზე მეტი კომპანიის შემოწმება იგეგმება.

„მიზანი არის, რომ ეკონომიკის გახსნა იყოს აბსოლუტურად მდგრადი და ამ მიზნით დავიწყეთ ეკონომიკური სექტორის შემოწმება მთელი საქართველოს მასშტაბით.

ვაანონსებთ, რომ დღეს 18:00 საათიდან დაიწყება რეგისტრაცია ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით. კომპანიები შეძლებენ, რომ დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე საქმიანობის აღდგენის მოთხოვნის მიზნით.

იმ მიზნით, რომ ჩვენ განვახორციელოთ ეკონომიკის აღდგენა, აუცილებელია, რომ ბიზნეს სექტორი აკმაყოფილებდეს რამდენიმე კრიტერიუმს და ის ფუნდამენტური მოთხოვნა, რომელიც განსაზღვრული არის კომპანიების მიმართ, ეს არის ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული რეკომენდაციები, რომელიც განსაზღვრავს მინიმალურ მოთხოვნებს თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს ბიზნესი, რომ მაქსიმალურად მოახდინოს ინფექციის გავრცელების პრევენცია და ამ მიზნით ეკონომიკის გახსნის პროცესი იყოს მდგრადი და ვირუსის გავრცელება იყოს მაქსიმალურად შეკავებული“, - განაცხადა ბეაქ ფერაძემ.

მისივე თქმით, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, 2-კვირიანი ინტერვალით ყველა დაანონსებული სექტორი იქნება მაქსიმალურად შემოწმებული.

„ბიზნეს სექტორი ვალდებულია, დღეს, 18:00 საათიდან დაიწყოს რეგისტრაციის პროცესი, ეს არის მათივე ინტერესი, ჩვენი ინტერესია, რომ კომპანიებს დავეხმაროთ, მივაწოდოთ ინფორმაცია. სპეციალური აპლიკაცია მოგვცემს საშუალებას, რომ ინფორმირებული იყოს ბიზნესსექტორი შემოწმებამდე, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ბიზნესსექტორი. ყოველდღიურად ჯანდაცვის მინისტრის მიერ გამოქვეყნდება კომპანიების სია, რომლებიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს და მათ მიენიჭებათ 2-კვირიანი ინტერვალით მუშაობის გაგრძელების უფლება“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეროვნულმა ბანკმა წლის დასაწყისიდან საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 613.5 მლნ აშშ დოლარით გაზარდა
სავალუტო ფონდი: პოზიტიური ნიშანია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი შესყიდვები განახორციელა და საერთაშორისო რეზერვები შეავსო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
„ხალხის ძალას“ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარუდგინა
Fitch Ratings-მა მორიგი ეკონომიკური დეზინფორმაცია/მითი გააქარწყლა და საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ “BB” დონეზე დაადასტურა, 2025 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს კი 5.6 პროცენტამდე ზრდის
არქივი