784
26 მაისი 2020, 21:22
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშებისკენ მიმავალ გზაზე პრიორიტეტულ ამოცანად დასახა კორონავირუსის ინფექციის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინის საჩქაროდ შემუშავება.
იაპონიის პრემიერ-მინისტრის თქმით, თამაშების ჩასატარებლად მხოლოდ იაპონიის გამოჯანმრთელება არ იქნება საკმარისი, რადგან მასში მთელი მსოფლიოს ათლეტები მონაწილეობენ. გარდა ამისა, იაპონიის მთავრობას დიდი იმედი აქვს, რომ ოლიმპიური თამაშების მაყურებელთა თანდასწრებით ჩატარდება, რაც თავის მხრივ კორონავირუსზე კაცობრიობის გამარჯვების მტკიცებულება იქნება.
კორონავირუსის პანდემიის გამო, 24 მარტს იაპონიის ხელისუფლებამ და საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ერთი წლით გადაავადეს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |