ტყვიის სროლაში ახალი ოლიმპიური საკვალიფიკაციო ვადები განისაზღვრა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
325 27 მაისი 2020, 23:54

ტყვიის სროლის საერთაშორისო ფედერაციამ (ISSF) საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული ტოკიო-2020-ის ახალი საკვალიფიკაციო სისტემა და ვადები წარმოადგინა.

საკვალიფიკაციო სისტემის შეცვლა მოჰყვა კორონავირუსის პანდემიის გამო ოლიმპიური თამაშების 2021 წლამდე გადავადებას, რამაც თავის მხრივ, გავლენა იქონია ტყვიის მსროლელთა კალენდარზეც.

ოლიმპიური სალიცენზიო ტურნირის სტატუსი ექნება 2021 წლის ევროპის ზამთრის ჩემპიონატს 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში, რომელსაც  ფინეთის ქალაქი ლოხა უმასპინძლებს (26 თებერვალი - 8 მარტი), აგრეთვე ხორვატიის ოსიეკეში გასამართ ევროპის საგაისო ჩემპიონატს (23 მაისი - 6 ივნისი). ოსიეკეში მედლები და ლიცენზიები გათამაშდება 25 მეტრზე სპორტული პისტოლეტით სროლაში, 50 მეტრზე შაშხანით სროლაში და სასტენდო სროლაში.

ლოხაში 6 ოლიმპიური ლიცენზია გაიცემა, ოსიეკეში - 10.

ქართველ მსროლელთაგან ტოკიოს ოლიმპიადის საგზური უკვე მოპოვებული აქვს ლეგენდარულ ნინო სალუქვაძეს, რომელისთვისაც ეს იქნება მეცხრე თამაშები.

 

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი