გიორგი გახარია: „ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ოლიმპიელებს შევუქმნათ იდეალურთან მიახლოებული პირობები ვარჯიშისთვის“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
346 27 მაისი 2020, 23:56
"საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ განახლდეს პანდემიის გამო შეჩერებული სასწავლო-საწვრთნელი პროცესი და ჩვენი ქვეყნის ოლიმპიური გუნდის წევრებს და კანდიდატებს რაც შეიძლება სწრაფად მიეცეთ სრულფასოვანი ვარჯიშის შესაძლებლობა", - აცხადებენ სეოკ-ში, რომლის ამ ინიციატივას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც  დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით წარსდგა. 

სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა სწორედ პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა პრემიერს თხოვნით,  დადებითად გადაეწყვიტა ეს საკითხი.

„რაც გასაკეთებელია მთავრობის მხრიდან, რომ ჩვენს ოლიმპიელებს, იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა ან უკვე მოპოვებული აქვთ  ოლიმპიური თამაშების საგზური, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ხალხს შევუქმნათ იდეალურთან მიახლოებული პირობები, რომ ივარჯიშონ. ჯანდაცვის სამინისტრო ამ სპეციალურ რეკომენდაციებს და პროტოკოლებს მოამზადებს და განსაკუთრებით ოლიმპიელების ნაწილში, უახლოეს პერიოდში ჩვენ შევძლებთ, რომ ამ ხალხმა დაიწყოს ვარჯიშები და წვრთნები“, - განაცხადა პასუხად პრემიერ-მინისტრმა. 


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი