თურქეთი 2032 წლის ოლიმპიური თამაშების სამასპინძლოდ სტამბოლის განაცხადს ამზადებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
755 10 ივნისი 2020, 23:44

თურქეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის ჰასან არატის თქმით, სტამბოლი 2032 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის განაცხადს გააკეთებს.

„მიგვაჩნია, რომ თურქეთმა ოლიმპიური თამაშების ჩატარების ამბიციაზე უარი არ უნდა თქვას. სტამბოლი უნდა გახდეს 2032 წლის ოლიმპიური თამაშების კანდიდატი ქალაქი. ამ მიზანზე უარის თქმა არ შეიძლება.

ქვეყანა წარმატებით გაუმკლავდა კორონავირუსის პანდემიას. შეასრულა 2020 წლის თამაშებისთვის სამზადისში ინფრასტრუქტურის მხრივ დადებული პირობა. გზები, მეტრო, აეროპორტი - ყველა ობიექტის მშენებლობა დასრულებულია. სტამბოლი მზადაა და უნდა გახდეს კანდიდატი. ეს გადაწყვეტილება სახელმწიფოს დონეზეა მიღებული,“ - განმარტავს ჰასან არატი.

სტამბოლი 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის იბრძოდა, მაგრამ ტოკიოსთან დამარცხდა, რომელიც თავის მხრივ, კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლის დაგვიანებით მიიღებს ოთხწლეულის უმთავრეს ასპარეზობას.

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი