ტოკიო-2020 გაყიდული ბილეთების 18 პროცენტის საფასურს დააბრუნებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
661 05 დეკემბერი 2020, 20:45
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი ერთი წლით გადავადებული თამაშებისთვის შეძენილი ბილეთების დაახლოებით 18 პროცენტს თვის ბოლომდე აანაზღაურებს. 

ტოკიო-2020-ის ბილეთების მფლობელებს შესაძლებლობა მიეცათ, გადავადებულ ოლიმპიურ თამაშებზე დასასწრებად გაწეული ხარჯის ანაზღაურება მოეთხოვათ. აღნიშნულია, რომ ორგანიზატორებმა 4,48 მილიონი გაყიდული ბილეთიდან დაახლოებით 810 ათასი ბილეთის საფასურის დაბრუნებაზე მიიღეს მოთხოვნა.

„მიუხედავად იმისა, რომ დაბრუნებული ბილეთების ხელახლა გაყიდვას ვაპირებთ, ჯერ გადაუწყვეტელია, როგორ და როდის მოხდება მათი რეალიზება, - განმარტავს ტოკიოს საორგანიზაციო კომიტეტი, - შეძენილი ბილეთები, რომლის საფასურის დაბრუნებაზეც მოთხოვნა არ მიგვიღია, კვლავინდებურად ვარგისია და იმოქმედებს გადავადებულ ღონისძიებაზე.“

ტოკიო-2020-ის მასპინძლები აცხადებენ, რომ ოლიმპიური თამაშებზე მაყურებელთა დაშვება-არდაშვებაზე გადაწყვეტილებას 2021 წლის გაზაფხულზე გამოაცხადებენ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი