საერთაშორისო დიდ სპორტულ შეჯიბრებებს რუსეთის მაღალჩინოსნები ვერ დაესწრებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
710 18 დეკემბერი 2020, 17:44

სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოსა და რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს დავა განიხილა და გამოიტანა ვერდიქტი, რომლის მიხედვით რუსი სპორტსმენები მომდევნო ორ ოლიმპიადაზე -  ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადასა და პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, ვერ შეძლებენ საკუთარი დროშის ქვეშ გამოსვლას. ეს სანქციები შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატებსაც. 

საერთაშორისო სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ მსხვილ საერთაშორისო ტურნირებზე დასწრების აკრძალვა რუსეთის ხელისუფლების ყველა მაღალჩინოსანზე ვრცელდება: მინისტრებსა და მათ მოადგილეებზე, პრემიერ-მინისტრსა და მის მოადგილეებზე, სახელმწიფო დუმის დეპუტატებზე და ასევე, პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციაზეც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ორი წლის განმავლობაში რუსეთის მაღალჩინოსნები ვერ შეძლებენ დიდ საერთაშორისო ტურნირებზე დასწრებას.

გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობის პირებს შეჯიბრების მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი პირადად მიიწვევს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი