საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გადადებას ან გაუქმებას გამორიცხავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
544 22 იანვარი 2021, 20:58

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ხელახალი გადადების ან გაუქმების შესაძლებლობას გამორიცხავს. ბახი დარწმუნებულია, რომ წელს ზაფხულში ტოკიო ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს.

„მოცემული მომენტისთვის არანაირი საბაბი არ გვაქვს ვივარაუდოთ, რომ 23 ივლისს ტოკიოს ოლიმპიურ სტადიონზე არ გაიხსნება ოლიმპიური თამაშები. სწორედ ამიტომ არ არსებობს სათადარიგო გეგმა“, – აცხადებს IOC-ის პრეზიდენტი.

თომას ბახი დარწმუნებულია, რომ მასპინძელთა ძალისხმევით ტოკიოში უსაფრთხო და წარმატებული ოლიმპიური თამაშების ჩატარება მოხერხდება.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის​ პრეზიდენტმა ეს განცხადება გააკეთა გავრცელებულ ხმების საპასუხოდ, თითქოს ტოკიოში თამაშების ჩატარების გეგმა კვლავ გაურკვეველია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: როდესაც გაგვაკრიტიკებენ, ვინმემ გაგვცეს პასუხი იმაზე, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის ის, რაც შეიძლება უფრო მკაცრი ფორმით საფრანგეთისთვის, ევროკავშირისთვის? ამაზე პასუხი არ არსებობს
ირაკლი კობახიძე: ძალიან სამწუხაროა, რომ ჟურნალისტების უმძიმესი შეურაცხყოფა არცერთ „ენჯეოს“, არცერთ დიპლომატს არ დაუგმია
მამუკა მდინარაძე: უცხოური გავლენის შემცირებაზე ვლაპარაკობთ მეგობრებო და უცხოელებს ვკითხოთ როგორ მოვიქცეთო
პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია, ტერაქტების მუქარის გამო, შესაძლოა, ჩაიშალოს
ილია თოფურია მაიამიში ლიონელ მესის შეხვდა
არქივი