საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" დასკვნით შეხვედრაში რუსეთის ნაკრები დაამარცხა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
839 07 თებერვალი 2021, 16:52

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" დასკვნით შეხვედრაში, რუსეთის ნაკრები დაამარცხა. შეხვედრა ანგარიშით 16:7 დასრულდა. 

ქართველმა სპორტსმენებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის თასი აღმართეს. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრას, სატურნირო თვალსაზრისით, საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რადგან ქართველმა სპორტსმენებმა შარშან, ერთი ტურით ადრე გაინაღდეს "რაგბი ევროპის ჩემპიონის" ტიტული.

 ეს მატჩი გასული წლის ადრეულ გაზაფხულზე უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო და 2021 წლის 7 თებერვალს უმაყურებლოდ გაიმართა.



სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ინგა გურგენიძემ ფიგურულ ციგურაობაში ოქროს მედალი მოიპოვა
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი: ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელის უკვდავსაყოფად და მისი ხსოვნისადმი პატივის მისაგებად საქართველო და საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობა მუდამ ერთსულოვანი იქნება
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ასპარეზობა დაიწყო
ბაკურიანში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის- ,,ბაკურიანი 2025“-ის საკოლექციო მონეტის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს - „ბაკურიანი 2025"-ს 9-16 თებერვალს უმასპინძლებს
არქივი