ტოკიო-2020-ის ძიუდოისტთა ტურნირზე ქართველი არბიტრი ვლადიმერ ნუცუბიძე იმსაჯებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
719 11 თებერვალი 2021, 09:54
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) სამსაჯო კომისის გადაწყვეტილებით, IJF-ის აღმასრულებელი კომიტეტის აღიარებით და ფედერაციის პრეზიდენტის დასტურით, ტოკიო-2020-ის ძიუდოისტთა ტურნირზე ქართველი არბიტრი ვლადიმერ ნუცუბიძე იმსაჯებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს. 

მათი ინფორმაციით, ოლიმპიურ ტატამზე ნუცუბიძის დებიუტი 2016 წელს რიო დე ჟანეიროში შედგა - ოთხი ფინალური შეხვედრის მსაჯობა ანდეს, რაც თავისთავად დიდი პატივი და აღიარებაა. ქართველ მსაჯს რიომდე, ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზეც უხმეს, მაგრამ მაშინ მას სათადარიგო მსაჯის სტატუსი ჰქონდა. 

 „ოთხი წლის განმავლობაში, მსაჯთა რეიტინგში პირველ-მეორე ადგილზე ვიყავი. ამჟამად მეორე ვარ რეიტინგში, რაც თავისთავად ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრის საშუალებას იძლევა, - ამბობს ვლადიმერ ნუცუბიძე, - ტოკიოს თამაშები, რა თქმა უნდა, განსხვავებული იქნება. იაპონელებს აქვთ ამბიცია, რომ როგორც მასპინძლებს, განსაკუთრებული შედეგები ჰქონდეთ. რიოსგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად შეიცვალა თვითონ ძიუდოც - ახალი წესებით ორთაბრძოლები უფრო სანახაობრივი, დინამიური გახდა. მეტი ილეთი კეთდება. თუ აქამდე სპორტსმენს შეცდომის გამოსასწორებლად დრო ჰქონდა, ახლა ეს შეცდომა შეიძლება ძვირად დაუჯდეს, რადგანაც შემცირდა საასპარეზო დრო. ცვლილებები შეეხო ილეთებსაც. შეიზღუდა სახიფათოდ მიჩნეული ფანდები. ამ შემთხვევაში ეს უფრო ეროვნული ჭიდაობებიდან შემოსულ ილეთებს შეეხო, მათ შორის ქართული ჭიდაობიდან დამკვიდრებულ ფანდებს. თუმცა, გარკვეული შეზღუდვები იაპონურ ილეთებზეც მოდის. საერთაშორისო ფედერაციამ დახვეწა სამსაჯო სისტემა. კერძოდ, საჭიროების შემთხვევაში, მსაჯის გადაწყვეტილება რამდენიმე საფეხურზე გაიფილტრება სუპერვაიზერებისგან და სპორტული დირექტორებისგან, რათა მაქსიმალურად გამოირიცხოს უნებლიე შეცდომა ან ტენდენციური შეფასება.“
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შსს: უჩა აბაშიძემ თავისი მეუღლის, მარიამ იაშვილის ბინა აღჭურვა შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით, რომელიც მუდმივ რეჟიმში ფარულად უზრუნველყოფდა ამ უკანასკნელის სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერას
ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა
სანდრო ბაზაძე კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ გრან პრიზე ვერცხლის მედალს დაეუფლა
პრემიერი - „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ბეწვის ხიდზე სიარული და ყველაზე რთულ ვითარებაში, ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა შეუძლია
გურამ თუშიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
არქივი