თელ-ავივის გრანდ სლემზე გელა ზაალიშვილმა რუსი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
920 20 თებერვალი 2021, 21:21

თელ-ავივში მიმდინარე გრანდ სლემზე  მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა ფინალში რუსი ტამერლან ბაშაევი დაამარცხა და ჩვენს გუნდს მეორე ოქრო მოუტანა. 

ოქროს მედალი მოიპოვა 90 კგ წონით კატეგორიაში ახალგაზრდა ლაშა ბექაურმა, მან ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადაშვილი დაამარცხა და ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა. 

ამავე წონაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი  ბექა ღვინიაშვილი გახდა, რომელმაც აზერბაიჯანელ მეხდიევს სუფთა გამარჯვებით სძლია.

 100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ერთმანეთს ქართველები – ონისე სანებლიძე და ილია სულამანიძე დაუპირისპირდნენ და ბრინჯაო ილია სულამანიძეს ერგო. 

გურამ თუშიშვილმა დაამარცხა ბელარუსი მეტოქე და მანაც ბრინჯაო მოიპოვა.

ბრინჯაო აიღო ნუგზარ ტატალაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა. 

ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა თემურ ნოზაძე. 

საქართველოს ნაკრებმა თელ-ავივის გრანდ სლემზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ხუთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 



სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი