ქართველმა ძიუდოისტებმა თელ-ავივის გრანდ სლემზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ხუთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
810 20 თებერვალი 2021, 21:34

საქართველოს ნაკრებმა თელ-ავივის გრანდ სლემზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ხუთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

ოქროს მედალი მოიპოვა 90 კგ წონით კატეგორიაში ახალგაზრდა ლაშა ბექაურმა, მან ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადაშვილი დაამარცხა და ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა. 

მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა ფინალში რუსი ტამერლან ბაშაევი დაამარცხა და ჩვენს გუნდს მეორე ოქრო მოუტანა. 

ამავე წონაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი  ბექა ღვინიაშვილი გახდა, რომელმაც აზერბაიჯანელ მეხდიევს სუფთა გამარჯვებით სძლია.

100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ერთმანეთს ქართველები – ონისე სანებლიძე და ილია სულამანიძე დაუპირისპირდნენ და ბრინჯაო ილია სულამანიძეს ერგო. 

გურამ თუშიშვილმა დაამარცხა ბელარუსი მეტოქე და მანაც ბრინჯაო მოიპოვა.

ბრინჯაო აიღო ნუგზარ ტატალაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა. 

ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა თემურ ნოზაძე. 

ჩვენმა ძიუდოისტებმა თელ-ავივის გრანდ სლემზე მამაკაცებში გუნდური პირველი, ხოლო მთლიანობაში გუნდური მეორე ადგილი დაიკავეს.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი