მსოფლიოს უხუცესი ადამიანი, 118 წლის იაპონელი კანე ტანაკა ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაში მიიღებს მონაწილეობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
775 07 მარტი 2021, 20:14
მსოფლიოს უხუცესი ადამიანი, 118 წლის იაპონელი კანე ტანაკა ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაში მიიღებს მონაწილეობას. 

100-მეტრიანი დისტანციის დიდი ნაწილის დაფარვაში ეტლში მჯდომ ქალს ოჯახის წევრები დაეხმარებიან, თუმცა ის აპირებს ბოლო რამდენიმე ნაბიჯი ფეხით გაიაროს და ჩირაღდანი შემდეგ მონაწილეს თავისი ხელით გადასცეს. მას შვილთაშვილებმა ღონისძიებისთვის ახალი ფეხსაცმელი უკვე უყიდეს.

ტანაკა 1903 წელს დაიბადა. მას 4 შვილი, 5 შვილიშვილი და 8 შვილთაშვილი ჰყავს. 103 წლამდე ის თავისი ოჯახის მაღაზიაში მუშაობდა. ქალმა ორჯერ დაამარცხა კიბო. მისი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ტანაკას წარსულზე ლაპარაკი არ უყვარს და ყურადღებას აწმყოსა და მომავალზე ამახვილებს.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩირაღდნის ესტაფეტა 2021 წლის 25 მარტს დაიწყება. მისი სლოგანი იქნება „იმედი გზას გვინათებს“. ესტაფეტა ფუკუსიმას რეგიონში დაიწყება, სადაც 2011 წელს ბირთვული კატასტროფა მოხდა და იაპონიის 47 პრეფექტურას გაივლის.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი