სეოკ-ი მოუწოდებს ოლიმპიური ნაკრების წევრებს, მწვრთნელებს, სამედიცინო და ადმინისტრაციულ პერსონალს მონაწილეობა მიიღონ ვაქცინაციაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
633 19 მარტი 2021, 21:28

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა. სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა სეოკ-ის დიპლომით და მედლით დააჯილდოვა ცნობილი სპორტული ჟურნალისტი დავით ჭელიძე.

"სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ტოკიოს თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელმა ელგუჯა ბერიშვილმა ისაუბრა ოლიმპიადისთვის მზადებაზე დაკავშირებულ მიმდინარე საკითხებზე, ასევე ტოკიო-2020-ის რეგულაციების შესახებ.

კოვიდ-19-ის ფაქტორის გათვალისწინებით, ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის საქართველოს ნაკრები გუნდის მზადების სამედიცინო, სამეცნიერო-მეთოდური და კლიმატურ-გეოგრაფიულ პირობებთან ადაპტაციის უზრუნველყოფის შესახებ სეოკ-ის აღმასკომს ინფორმაცია მიაწოდა ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა.  

 მიმდინარე წლის 26 იანვარს სეოკ-მა წერილობითი თხოვნით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს  ეკატერინე ტიკარაძეს, რათა პირველ ეტაპზე გაითვალისწინონ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშების მზადების ციკლში ჩართული პირების ვაქცინირება. 

საქართველოში კოვიდ-19-ის ვაქცინაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, სეოკ-ი მოუწოდებს ოლიმპიური ნაკრები გუნდის წევრებს, მწვრთნელებს, სამედიცინო და ადმინისტრაციულ პერსონალს მონაწილეობა მიიღონ ვაქცინირებაში.

აღმასკომი იმედოვნებს, რომ სეოკ-ის სპორტსმენთა კომისია ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით აქტიურად იმუშავებს ოლიმპიური ნაკრები გუნდის წევრებთან", - ნათქვამია სეოკ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი