სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
რამაზ ზოიძემ და ლაშა გობაძემ ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
710 20 მარტი 2021, 23:39

უნგრეთის დედაქალაქში მიმდინარე ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირზე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ოთხმა ქართველმა იასპარეზა, საიდანაც ორი ნახევარფინალში გავიდა.  

ბუდაპეშტში გამართულ ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირზე ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ტოკიოს ოლიმპიადის ორი საგზური მოიპოვეს.

რამაზ ზოიძემ (67 კგ) ეფექტურ სტილში აშკარა უპირატესობით მოუგო სომეხ არსენ   გალსტიანს 10-1, ფინალში გავიდა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა.

მეორე ლიცენზია კი ლაშა გობაძემ (87 კგ) მოპიოვა. გობაძემ ნახევარფინალში რუსი   ალირზაევი 9-5 დაამარცხა. ოლიმპიადის საგზური მხოლოდ ფინალში გასულმა მოჭიდავეებმა მოიპოვეს.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია ავთანდილ კენჭაძემაც მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი