ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრები, შვედეთში ოლიმპური ლიცენზიისთვის იბრძოლებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
637 24 მარტი 2021, 18:59

ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრები, შვედეთში ოლიმპური ლიცენზიისთვის იბრძოლებს.

დღეს შვედეთის დედაქალაქ, სტოკჰოლმში ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება, სადაც საქართველო ნაკრებს, წყვილებში ანასტასია მეტელკინა და დანიილ პარკმანი წარადგენენ მე-4 ნომრით 17 ქვეყნის 24 მოციგურავეს შორის, ხოლო ერთეულთა თანრიგში ალინა ურუშაძე 21-ე ნომრით, 32 ქვეყნის 39 მოციგურავეს შორის გამოვა.

პრესტიჟული ტურნირზე 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების მაძიებელი 50-მდე ქვეყნის 184 სპორტსმენი გამოვა.

წყვილთა თანრიგის შეხვედრები დღეს, საქართველოს დროით 21:30 -ზე დაიწყება, ხოლო ერთეულთა თანრიგის შეხვედრები, 13:10-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი