ზურაბ ჯაფარიძე: ჩემი აზრით, ყველამ, ვისაც მანდატები აქვს, კიდევ ერთხელ უნდა მივმართოთ პარლამენტს, რომ შეგვიჩეროს უფლებამოსილება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
747 03 აპრილი 2021, 18:07

ჩემი აზრით, ყველამ, ვისაც მანდატები აქვს, კიდევ ერთხელ უნდა მივმართოთ პარლამენტს, რომ შეგვიჩეროს მანდატები. მე ეს გადაწყვეტილება მიღებული მაქვს სერიოზულად და მგონია, რომ გასაკეთებელია, - ამის შესახებ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო მოლაპარაკებებსა და ოპოზიციური პარტიების სამომავლო გეგმებს.

„ისე აღმოჩნდა, რომ დღეს მე ვიყავი ერთადერთი, ვინც უშუალოდ იღებდა მონაწილეობას ამ მოლაპარაკებების პროცესში. სხვა პარტიების ლიდერებიდან არავინ ესწრებოდა, ამიტომ დამსწრეებს აინტერესებდათ, კონკრეტულად როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკების რაუნდი, როგორი იყო პროცედურები და შევეცადე, მაქსიმალურად მომეყოლა, რაც ხდებოდა. ამის შემდეგ იყო საუბარი მომავალ გეგმებზე და რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯები, რა შეიძლება გააკეთონ პარტიებმა, მათ შორის ახლა იწყებენ მსჯელობას 15 მაისის აქციაზე. ჯერ ვერ მოგიყვებით ვერაფერს, შეთანხმება არაფერზე არ ყოფილა, რადგან მე ადრე გამოვედი“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჩემი ქვეყნისთვის ვიბრძვი და მზად ვარ, მისთვის თავიც გავწირო. ბედნიერი ვარ იმით, რომ ქართველი გულშემატკივრები გავახარე, – განაცხადა დვალიშვილმა
მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონია
ერთად ძლიერები ვართ და ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კიდევ უამრავ გამარჯვებას და სიხარულს. შევხვდებით ოქტომბერში
გიორგი ქოჩორაშვილი: ეს არ იყო მხოლოდ გამარჯვება, ეს იყო ნაბიჯი ჩვენი მისიისკენ - სიმამაცე, დისციპლინა და პატივისცემა თამაშისადმი ჩვენი ფარია
გურამ კაშია: გილოცავთ მოგებას. ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. შევეცდებით, რომ ასე გავაგრძელოთ. მოკლედ, საქართველო ფორმაშია
არქივი