ძალოსანმა შოთა მიშველიძემ ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
710 05 აპრილი 2021, 12:48

მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა კონტინენტის პირველობაზე 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში 26 წლის ქართველმა სპორტსმენმა შოთა მიშველიძე ორჭიდის ჯამში 290 კილოგრამი დააფიქსირა და ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ამავე წონაში კიდევ ერთი ქართველი რამინ შამილიშვილი გამოდიოდა, თუმცა ის მედლის გარეშე დარჩა. 

დღეს, საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონატზე 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში გოგა ჩხეიძე იასპარეზებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი