BBC - ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს მაყურებელი დაესწრება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
573 21 ივნისი 2021, 13:19

BBC-ის ინფორმაციით, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებელთა დასწრება დაუშვა.  

გამოცემის ინფორმაციით, თითოეულ არენაზე 10 ათასამდე გულშემატკივარი შეძლებს შესვლას, თუმცა მათ გარკვეული წესების დაცვა მოუწევთ. კერძოდ, გულშემატკივრებს ეკრძალებათ ყვირილი, ხმამაღლა საუბარი და არენებზე ყოფნისას პირბადე უნდა ატარონ. თუ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ იმატა, თამაშების ორგანიზატორები ამ გადაწყვეტილებას გადახედავენ.

პარაოლიმპიურ თამაშებზე მაყურებელთა დასწრების შესახებ გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის. ოლიმპიურ თამაშებზე უცხოელი გულშემატკივრების დასწრება აკრძალულია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი