გურამ თუშიშვილი ოლიმპიადის ფინალშია, მან რუსი ძიუდოისტი ტამირლან ბაშაევი იპონით დაამარცხა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
654 30 ივლისი 2021, 12:49

გურამ თუშიშვილი ფინალშია, მან რუსი ძიუდოისტი ტამირლან  ბაშაევი იპონით დაამარცხა. 

 ნახევარფინალში ქართველმა ფალავანმა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წევრი, მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ტამერლან ბაშაევი სუფთა გდებით დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ თუშიშვილმა პირველი წრე გამოტოვა, მეორე ეტაპზე კი გურამი ტაჯიკ ტემურ რახიმოვს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა, რის შემდეგაც, მან ბრაზილიელი რაფაელ სილვა დაამარცხა და ნახევარფინალში გადავიდა. 

 ქართველი მძიმეწონოსანმა ნახევარფინალში რუს ტამირლან  ბაშაევთან იჭიდავა, რომელმაც მეოთხედფინალში ტურნირის მთავარი ფავორიტი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ფრანგი ტედი რინერი დამატებით დროში დაამარცხა, რაც ტოკიო-2020-ის სენსაციად მოინათლა.

 საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე ერთი ოქროსა და სამი ვერცხლის მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი გახდა 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაური, ვერცხლის მედლები კი ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს. იმ შემთხვევაში თუ გურამ თუშიშვილი, რომელიც უკვე გარანტირებული ვერცხლის მედლის მფლობელია, ფინალს მოიგებს, საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ორი ოქროს მედალი ექნება მოპოვებული. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი