720
02 აგვისტო 2021, 15:54
ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიამ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.ქაჯაია ფინალურ შეხვედრაში სამგზის ოლიმპიურ ჩემპიო, დაუმარცხებელ კუბელ მიხაინ ლოპეს ნუნიესს დაუპირისპირდა და ანგარიშით 5-0 დამარცხდა.
ცნობისთვის, ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში ჩილელი აკოსტა ფერნანდესი დაამარცხა, მანამდე კი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი - სერგეი სემენიოვი.
ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ექვსი მედალი მოიპოვა - ოთხი ვერცხლის, ერთი ბრინჯაოსი და ერთი ოქროს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |