ტოკიოს ოლიმპიადაზე სალომე ფაჟავამ თავის ცნობილი ვარჯიში გურზებით რაჭულ მელოდიებზე შეასრულა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
460 06 აგვისტო 2021, 13:44

სალომე ფაჟავამ მხატვრული ტანვარჯიშში ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა მე-17 ადგილით დაასრულა.

ტოკიოს ოლიმპიადის მე-14 საშეჯიბრო დღეს ტანმოვარჯიშეთა შეჯიბრებაში ჩაერთო ქართველი ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავა. მხატვრულ ტანვარჯიშში ოთხი დისციპლინაა, რომელთა ჯამში გამოვლინდა ფინალური ათეული, რომელშიც სალომე ვერ მოხვდა. მას მიზნამდე ძალიან ცოტა დააკლდა.

სალომე ფაჟავამ გამოსვლა რგოლით დაიწყო და მსაჯებისგან 23.55 ქულა დაიმსახურა.

ბურთით ვარჯიშში მან ორი პუნქტით ნაკლები – 21.95 ქულა მიიღო.

პირველ დისციპლინაში ქართველი ტანმოვარჯიშე მე-14 იყო, ბურთით ვარჯიშში – 21-ე.

სალომე ფაჟავამ მესამე ვარჯიში, თავის ცნობილი გამოსვლით - გურზებით შეასრულა,  რაჭული ცეკვის მუსიკაზე, „მოკლე კაბა“ შეცდომა თითქმის არ დაუშვია და მსაჯებმა მას 23.5 ქულა დაუწერეს.

მეოთხე დისციპლინა, რომელშიც სალომე ფაჟავა გამოვიდა ლენტით ასპარეზობა იყო. მას სჭირდებოდა მაქსიმალური ქულები, რომ ფინალში გამსვლელ ათეულში მოხვედრილიყო. საბოლოოდ ლენტით ვარჯიშში მან 20.65 ქულა დაიმსახურა და ჩემპიონობისთვის ბრძოლის გაგრძელება ვერ მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა იუნიორთა გრან პრის სერიათა ფინალში ჩემპიონობა იზეიმა
მკაცრად ვგმობთ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრთა უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას
რუსი და ბელარუსი სპორტსმენები პარიზის ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით გამოვლენ
თამარ ჩიბურდანიძე: მაქვს ინფორმაცია, რომ ეს კანონპროექტი რამდენიმე თვეა შეტანილია ევროპარლამენტში და არ იყო გასაჯაროებული, იმიტომ, რომ იგივე კანონპროექტის გამო ლამის ქვეყანა დაგვამხვეს თავზე
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომი ჭიდაობის ფედერაციაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
არქივი