გენო პეტრიაშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
529 06 აგვისტო 2021, 15:30
125 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონია. პეტრიაშვილი, რომელიც ფინალში ამერიკელ მოჭიდავესთან დენ გეიბლ სტივსონთან 8:5 იგებდა, ბოლო წამზე დამარცხდა - 9:8 წააგო და ვერცხლის მედალს დაეუფლა. 

საწყის შეხვედრაში გენო პეტრიაშვილმა ეგვიპტელი დიაელდინ კამალ გოუდა აბდელმოტალები 11:0 დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში ჩინელ ჟივეი დენგს ანგარიშით 5:2 სძლია.

ეს გენო პეტრიაშვილის მეორე ოლიმპიური მედალია - 2016 წელს, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა მოჭიდავემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ის სამგზის მსოფლიო და ორგზის ევროპის ჩემპიონია.

ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ანგარიშზე  რვა მედალია -  ორი ოქროს, ხუთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს და საერთო გუნდურ ჩათვლაში 24-ე ადგილს იკავებს.

 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი