პრემიერი გენო პეტრიაშვილს - გული არ გაიტეხო, ვამაყობთ შენით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
472 06 აგვისტო 2021, 21:18
ვამაყობთ შენით, დიდი მადლობა კიდევ ერთი მედლისთვის, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისიტრი ირაკლი ღარიბაშვილი გენო პეტრიაშვილს, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

როგორც პრემიერი სოციალურ ქსელში წერს, სპორტსმენით ამაყობს.

„გული არ გაიტეხო, გენო! ვამაყობთ შენით, დიდი მადლობა კიდევ ერთი მედლისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანე”, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook -ში.

ინფორმაციისთვის, 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ფინალში გენო პეტრიაშვილი აშშ-ის წარმომადგენელთან, დენ გეიბლ სტივსონთან დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 8:9 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ 21 წლის ამერიკელმა მეოთხედფინალში მოქმედი ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი, თურქი ტაჰა აკგული დაამარცხა
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი