სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
პრემიერის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ოქროს მფლობელები მიიღებენ მილიონ ლარს, ვერცხლის მფლობელები 500 ათასს, ბრინჯაოს მფლობელები კი - 250 ათას ლარს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
451 14 აგვისტო 2021, 20:29

ძვირფასო ოლიმპიელებო, საამაყო გმირებო, თქვენ საოცარი შედეგი დადეთ, - ასე მიმართა ტოკიოდან დაბრუნებულ ქართველ ოლიმპიელებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„რვა მედალი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მართლაც ისტორიული შედეგია. მედლების რაოდენობის მიხედვით საქართველო მსოფლიოში ათეულში შევიდა. მადლობა ამისთვის თქვენ მთელი მთავრობის სახელით.

მაქვს პატივი გაგაცნოთ ჩემი გადაწყვეტილება. წასვლის წინ მე გაგაცანით, რომ ოქროს მფლობელი მიიღებს ერთ მილიონ ლარს, რაც შეეხება ვერცხლის მფლობელებს - ჯილდო 500 ათასი ლარი იქნება, ბრინჯაოს მფლობელებისთვის - 250 ათასი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ოლიმიურმა ნაკრებმა ორი ოქრო, ხუთი ვერცხლი და ერთ ბრინჯაო მოიპოვა - დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ტოკიოს ოლიმპიადაზე მოპოვებული მედლების რაოდენობით ქართველმა სპორტსმენებმა საუკეთესო შედეგი აჩვენეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი