ნოვაკ ჯოკოვიჩი - ძალიან იმედგაცრუებული ვარ სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაგრამ პატივს ვცემ ამ გადაწყვეტილებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
443 16 იანვარი 2022, 17:41

სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელმაც წააგო სასამართლო და ვერ შეძლო ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშის უფლების მოპოვება, განცხადება გაავრცელა.

"ახლა პაუზას ავიღებ, რათა დავისვენო და ძალები აღვიდგინო, კომენტარები მომავალში იქნება.

ძალიან იმედგაცრუებული ვარ სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც არ მაძლევს ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშის საშუალებას. მაგრამ პატივს ვცემ ამ გადაწყვეტილებას. თავს უხერხულად ვგრძნობ იმის გამო, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყურადღების ცენტრში ვიყავი. იმედია, ახლა შევძლებთ კონცენტრირებას თამაშზე და ტურნირებზე. მინდა წარმატებული ჩემპიონატი ვუსურვო მოთამაშეებს, მომსახურე პერსონალს, მოხალისეებსა და გულშემატკივრებს მთელს მსოფლიოში. 

მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს, მეგობრებს, გუნდს, გულშემატკივრებსა და თანამემამულეებს მუდმივი მხარდაჭერისთვის. თქვენ ძალიან დიდ ძალას მმატებდით“, – განაცხადა ჯოკოვოჩმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი