საქართველოს ფუტზალის ნაკრებმა ბოსნია და ჰერცეგოვინა დაამარცხა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
490 26 იანვარი 2022, 22:11

საქართველოს ფუტზალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება მოიპოვა. ნიდერლანდების ქალაქ გრონინგენში გამართულ მეორე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ბოსნია და ჰერცეგოვინა 2:1 დაამარცხა.

მანამდე საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანს 3:2 სძლია და ორი მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები სატურნირო ცხრილში 6 ქულით პირველ ადგილზეა, თუმცა მეორე ადგილზე მყოფ ესპანეთს 3 ქულა და ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს საქართველოს ნაკრები სწორედ ესპანელების წინააღმდეგ, 29 იანვარს გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი