ლევან იოსელიანი სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
528 07 თებერვალი 2022, 19:02

პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს. იოსელიანი მიიჩნევს, რომ საგამოძიებო კომისიები უნდა შეიქმნას ისეთ საკითხებთან მიმართებით, რაც ხალხს აწუხებს და ყველაფერი ერთ პოლიტიკურ პარტიაზე არ უნდა აეგოს.

„საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ ვუჭერ. არ ვთვლი, რომ პარლამენტში ერთ პოლიტიკურ პარტიაზე და ერთ პოლიტიკურ ლიდერზე უნდა იყოს ძირითადად საუბარი. უამრავი პრობლემაა დაგროვებული და რაც ხალხს აწუხებს, იმ საკითხებზე უნდა შევქმნათ საგამოძიებო კომისიები, იმაზე, რაც ხალხის ინტერესია. ერთ პოლიტიკურ პარტიაზე არ უნდა აეგოს ყველაფერი.

გასაკვირი არ არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი დღის წესრიგი უნდა, პარლამენტში შემოიტანოს და ეს სულ აქტუალური იყოს, მაგრამ მეორე საკითხია, ხალხს რა უნდა. მის მხარდამჭერებს შესაძლოა, ეს აინტერესებთ, მაგრამ ყველას არ აინტერესებს. ანუ მოქალაქეების 100 პროცენტიდან მათ მხარს უჭერს 20-25 პროცენტი, მეტი ხომ არა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი