სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაურმა პეკინის ოლიმპიადაზე ქალთა გიგანტურ სლალომში 34-ე ადგილი დაიკავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
486 07 თებერვალი 2022, 20:58
პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მეოთხე დღეს საქართველოს ოლიმპიური გუნდიდან ასპარეზობაში ჩაება სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაური.
28 წლის მოთხილამურემ, რომელიც მისთვის მეოთხე თამაშებში მონაწილეობს და ამ მხრივ, საქართველოს რეკორდსმენიცაა, გიგანტურ სლალომში პირველი დაშვებისას ტრასა 1:04.49 წუთში გაიარა და 41-ე ადგილი დაიკავა. წიკლაურმა მეორე ცდას ცოტა მეტი - 1:05.38 წუთი მოანდომა და 35-ე ადგილი ერგო, ორი დაშვების ჯამში (2.09,87) კი  34-ე ადგილი დაიკავა.
საინტერესოა, რომ წიკლაურმა ვანკუვერის 2010 წლის თამაშებზე გიგანტურ სლალომში გამოსვლა უშედეგოდ დაასრულა, სოჭის 2014 წლის თამაშებზე კი 49-ე იყო. 46-ე იყო პიონჩანგის 2018 წლის თამაშებზე. ასე რომ, წიკლაურმა ოლიმპიურ სარბიელზე კარიერის საუკეთესო შედეგს მიაღწია.
საგულისხმოა, რომ ქალთა გიგანტურ სლალომში სტარტზე 82 მონაწილე წარსდგა, შეჯიბრება კი მხოლოდ 49 მათგანმა დაასრულა. 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჩემი ქვეყნისთვის ვიბრძვი და მზად ვარ, მისთვის თავიც გავწირო. ბედნიერი ვარ იმით, რომ ქართველი გულშემატკივრები გავახარე, – განაცხადა დვალიშვილმა
მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონია
ერთად ძლიერები ვართ და ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კიდევ უამრავ გამარჯვებას და სიხარულს. შევხვდებით ოქტომბერში
გიორგი ქოჩორაშვილი: ეს არ იყო მხოლოდ გამარჯვება, ეს იყო ნაბიჯი ჩვენი მისიისკენ - სიმამაცე, დისციპლინა და პატივისცემა თამაშისადმი ჩვენი ფარია
გურამ კაშია: გილოცავთ მოგებას. ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. შევეცდებით, რომ ასე გავაგრძელოთ. მოკლედ, საქართველო ფორმაშია
არქივი