კაზაკოვა-რევიას წყვილმა ფინალურ ეტაპზე გამოსვლის უფლება მოიპოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
384 13 თებერვალი 2022, 00:17
პეკინის ზამთრის XXIV ზამთრის ოლიმპიური თამაშების მერვე საშეჯიბრო დღეს ასპარეზობას შეუდგნენ ყინულზე მოცეკვავეები, მათ შორის საქართველოს წარმომადგენლები - მარია კაზაკოვა და გიორგი რევია.
რიტმულ ცეკვებში, სადაც 23 წყვილი წარსდგა, თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლების მოსაპოვებლად საუკეთესო ოცეულში გასვლა იყო საჭირო.
კაზაკოვა-რევიას წყვილმა ამოცანა წარმატებით შეასრულა - მსაჯებისგან 67.08 ქულა დაიმსახურა და მე-18 ადგილით 14 თებერვალს თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება მოიპოვა.
რამდენიმე დღით ადრე კაცთა ერთეულებში გამოსვლა მეათე შედეგით დაასრულა ქართველმა მოციგურავემ მორის ყვითელაშვილმა, გუნდურ ტურნირში კი, სადაც საქართველოს ნაკრებს დებიუტი ჰქონდა, მეექვსე ადგილი დავიკავეთ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი