საქართველოს სახელით მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ პეკინის ოლიმპიადაზე ასპარეზობა მე-11 ადგილზე დაასრულა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
400 17 თებერვალი 2022, 18:02

საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ პეკინში, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ინდივიდუალურ შეჯიბრში მე-11 ადგილი დაიკავა.

მოკლე და თავისუფალი პროგრამების შედეგად სპორტსმენმა 135.58 ქულა დააგროვა. გამარჯვება რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელმა ანა შერბაკოვამ მოიპოვა (255.95 ქულა).

საქართველოს ნაკრების წევრებმა პეკინში ასპარეზი თითქმის დაასრულეს. ხვალ ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამას ლუკა ბერულავა და კარინა საფინა შეასრულებენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი