სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
შალვა პაპუაშვილი - ახლა მთავარია ომის შეჩერება. ამის ერთადერთი ინსტრუმენტი არის საერთაშორისო საზოგადოების ქმედითი ღონისძიებები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
479 24 თებერვალი 2022, 13:13

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების საკითხზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის საჭიროებას ვერ ხედავს.

„არ მგონია საგანგებო სხდომის საჭიროება იყოს. საკითხის პარლამენტში განხილვის დიდ აუცილებლობას ჯერჯერობით ვერ ვხედავ. ვაპირებ შევხდე უკრაინის ელჩს და მისგან მივიღო ინფორმაცია. სამწუხაროდ, ომის თავიდან აცილება ვერ მოხდა. ახლა მთავარია ომის შეჩერება. ამის ერთადერთი ინსტრუმენტი არის საერთაშორისო საზოგადოების ქმედითი ღონისძიებები“, - განუცხადა ჟურნალისტებს შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი