EPFL-მა რუსეთის პრემიერლიგა და რუსეთის ფეხბურთის ნაციონალური ლიგა გარიცხა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
535 06 მარტი 2022, 13:19

 ევროპის პროფესიული საფეხბურთო ლიგის ასოციაციამ (EPFL ) ორგანიზაციის რიგებიდან რუსეთის პრემიერლიგა და რუსეთის ფეხბურთის ნაციონალური ლიგა (1 ლიგა) გარიცხა – ამის შესახებ ორგანიზაცია ოფიციალურ ვებგვერდზე იუწყება.

ახლა ჩემპიონატის ნებისმიერ ფეხბურთელს შეუძლია რუსულ კლუბთან შრომითი ხელშეკრულება შეწყვიტოს და რუსეთი ანაზღაურების გარეშე დატოვოს. საქმე ისაა, რომ EPFL არის ევროპული სპორტული ორგანიზაცია, რომელიც პროფესიულ საფეხბურთო   ლიგებს აერთიანებს. მისი შტაბ-ბინა შვეიცარიის ქალაქ ლიონშია.

1997 წელს 12 ქვეყნის (ავსტრია, ინგლისი, ბელგია, დანია, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი, ნიდერლანდები, პორტუგალია, საფრანგეთი და შოტლანდია) პროფესიულმა საფეხბურთო ლიგებმა დააარსეს ევროკავშირის უმაღლესი პროფესიული ფეხბურთის ლიგის ასოციაცია – EUPPFL). 2005 წლის 6 ივნისს მის ბაზაზე შეიქმნა ევროპის პროფესიული საფეხბურთო ლიგის ასოციაცია.

იმავე წელს EPFL-სა და უეფა-ს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც ლიგის ასოციაციაში უეფა-ს პროფესიული ფეხბურთის სტრატეგიის საბჭოში ოთხი ადგილი დაეთმო. რუსეთის საფეხბურთო პრემიერ ლიგა და პროფესიონალური ფეხბურთის ლიგა (როგორც ასოცირებული წევრი) მიიღეს 2007 წელს.

რუსეთის ლიგების გარიცხვა იმის პირდაპირი ნიშანია, რომ მალე ფიფა და უეფა გადაწყვეტილებას მიიღებს და ამ ლიგებში დასაქმებული ლეგიონერების კონტრაქტებს გააუქმებს – მათ შორის ქართველების ხელშეკრულებებსაც.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი