თბილისის მერია: ძლიერი ქარის შედეგად, დაზიანებულია დავით აღმაშენებლის ხეივანში აღმართული სახელმწიფო დროშა, რომელიც ამინდის გაუმჯობესებისთანავე ახლით შეიცვლება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
422 06 მარტი 2022, 16:14

ძლიერი ქარის შედეგად, დაზიანებულია დავით აღმაშენებლის ხეივანში აღმართული სახელმწიფო დროშა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაზიანებული დროშა ახლით შეიცვლება.

„გამომდინარე იქიდან, რომ ამ დროისთვის დედაქალაქში კვლავ ძლიერი ქარია, დროშის შეცვლა საფრთხის შემცველია როგორც ტექნიკური პერსონალისთვის, ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის.

ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაზიანებული დროშა ახლით შეიცვლება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი