უკრაინის საკალათბურთო ნაკრების მწვრთნელის საქციელის გამო, უკრაინის საკალათბურთო ფედერაციის პრეზიდენტმა ბოდიში მოიხადა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
533 02 ივლისი 2022, 01:30

უკრაინის საკალათბურთო ნაკრების მწვრთნელის საქციელის გამო, როდესაც მან საქართველოს ნაკრებთან თამაშისას ქართველების მწვრთნელს უხამსი ჟესტი აჩვენა, უკრაინის საკალათბურთო ფედერაციის პრეზიდენტმა პირადად ბოდიში მოიხადა, - ამის შესახებ "რუსთავი 2-თან" ინციდენტის პირველი შეფასებისას საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ განაცხადა.

 ვიქტორ სანიკიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელმა უღირსი საქციელი ჩაიდინა, ეს მოთამაშეებს შორის ურთიერთობაზე არ აისახება და საკუთარ საქციელზე პასუხისმგებელი მხოლოდ თავად უკრაინის ნაკრების მწვრთნელია.

"რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა ეს ფაქტი, მაგრამ ყველამ, როგორც მოგება, ასევე წაგებაც ღირსეულად უნდა მიიღოს. ამ შემთხვევაში, უკრაინის ნაკრების მწვრთნელისგან ძალიან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი.

გამართლება არ აქვს, იმიტომ, რომ მაგ მწვრთნელმა სცადა უკრაინის ფედერაციის პრეზიდენტთან საუბარი, უკრაინის ფედერაციის პრეზიდენტმა პირადად ბოდიში მოიხადა ამ საქციელის გამო. ეს, რაც იკადრა, მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო.

რაც შეეხება მოთამაშეებს, რა თქმა უნდა არაფერი, ეს სპორტის, თამაშის იქით არ მიდის, მოთამაშეებს შორის ურთიერთობაზე არ მოქმედებს, მხოლოდ მწვრთნელის პასუხისმგებლობა არის თავიდან ბოლომდე ეს საქციელი",  - განაცხადა "რუსთავი 2-თან" საუბრის დროს ვიქტორ სანიკიძემ.

 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ინგა გურგენიძემ ფიგურულ ციგურაობაში ოქროს მედალი მოიპოვა
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი: ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელის უკვდავსაყოფად და მისი ხსოვნისადმი პატივის მისაგებად საქართველო და საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობა მუდამ ერთსულოვანი იქნება
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ასპარეზობა დაიწყო
ბაკურიანში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის- ,,ბაკურიანი 2025“-ის საკოლექციო მონეტის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს - „ბაკურიანი 2025"-ს 9-16 თებერვალს უმასპინძლებს
არქივი