ლაშა შავდათუაშვილმა ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
386 09 ივლისი 2022, 20:22

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე გრანდ სლემზე  ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილი (73კგ)  ფინალში გავიდა, სადაც აზერბაიჯანელ ჰიდაიატ ჰეიდაროვთან დამატებით დროში დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

გუშინ, ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა ორი მედლის მოპოვება შეძლეს. 60კგ-ში ლუხუმ ჩხვიმიანი ვერცხლის მედალოსანი გახდა, ამავე წონაში ახალგაზრდა თემურ ნოზაძე კი მესამე ადგილზე გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი