საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრას გამართავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
356 24 აგვისტო 2022, 11:06

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრას გამართავს. საქართველო "თბილისი არენაზე" ნიდერლანდების დამარცხებას შეეცდება.

ეროვნული ნაკრები მეტოქეს ოპტიმალური, საბრძოლო შემადგენლობით დაუპირისპირდება. ამ დროისთვის "ელ" ჯგუფს 3-3 გამარჯვებით ესპანეთი, იტალია და ისლანდია ლიდერობენ.

საქართველოს ნაკრებს კი 2 გამარჯვება აქვს, შესაბამისად მომავალი თამაში საქართველოს გუნდისთვის პრინციპულ ხასიათს ატარებს. საქართველო-ნიდერლანდების საკალათბურთო დაპირისპირება 19:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი