ხვიჩა კვარაცხელია: ისეთი მეგობრული, ოჯახური გარემოა არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მოედნის გარეთ, ყველაფერი უნდა დადო ამ ბიჭებისა და გულშემატკივრებისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
375 23 სექტემბერი 2022, 11:45
არ უნდა მოვეშვათ, არაფერი უნდა დავაკლოთ არცერთი პროცენტით, პირიქით, მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ჩვენი პატარა, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ განაცხადა.

მან საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრა.

„არ უნდა მოვეშვათ, არაფერი უნდა დავაკლოთ არცერთი პროცენტით, პირიქით, მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ჩვენი პატარა, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. რაც დაგეგმილი გვქონდა, როგორც გუნდს, ასე ვთქვათ, გულშემატკივრებს ბოლომდე უნდა გავუკეთოთ ეს შედეგი.

როდესაც იგებ, რომ უკვე გამოძახებული ხარ და უნდა ჩახვიდე ნაკრებში, ისეთი ემოციებითა და სიხარული ვხვდები, მართლაც ძალიან მიხარია, რადგან ისეთი მეგობრული, ოჯახური გარემოა, რომ არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მოედნის გარეთ ყველაფერი უნდა დადო ამ ბიჭებისა და გულშემატკივრებისთვის“, - განაცხადა კვარაცხელიამ.

დღეს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურში, „დინამო არენაზე“ ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი