საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია ანგარიშით 2:0 დაამარცხა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
377 23 სექტემბერი 2022, 22:01
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა უეფა ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩში ჩრდილოეთ მაკედონია ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

პირველი გოლი საკუთარ კარში ხვიჩა კვარაცხელიას გამჭოლი გადაცემის შემდეგ მაკედონიელთა ფორვარდმა ბოიან მიოვსკიმ გაიტანა. მეორე გოლის ეპიზოდში კი ქართველთა შემტევმა ბუდუ ზივზივაძემ მეტოქეთა შეცდომით ისარგებლა და ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე გადაცემა გაუკეთა.

მაკედონიელებთან გამარჯვების შედეგად საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა და ფლეი-ოფში მოხვდნენ. შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები გიბრალტარის წინააღმდეგ, გასვლაზე გამართავს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი