ვერანაირი ლობისტური კონტრაქტით და ვერანაირი კოორდინაციით ვერ გადაგვახვევინებენ იმ გზიდან, რომელიც არის თანხვედრაში ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
281 03 თებერვალი 2023, 11:24

რაც შეეხება ლობისტურ კონტრაქტს, რეალურად ეს არის შეფუთვა იმ კოორდინაციისა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება და ამ კოორდინაციის ერთ-ერთი მთავარი მზიანი არის სააკაშვილის გათავისუფლება იმისთვის, რომ ქვეყანაში აირიოს ვითარება და ქვეყანაში დაირღვეს მშვიდობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა.

„ვერანაირი ლობისტური კონტრაქტით და ვერანაირი კოორდინაციით ჩვენ ვერ გადაგვახვევინებენ იმ გზიდან, რომელიც არის თანხვედრაში ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან“, - აღნიშნა კობახიძემ.

გიული ალასანიამ ამერიკულ საკონსულტაციო კომპანია „გლობალ პოინტთან“ ახალი ხელშეკრულება გააფორმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი