ლაშა შავდათუაშვილმა პარიზის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
261 04 თებერვალი 2023, 21:47

ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) პარიზის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა. ის მეორედ გახდა პარიზის პრესტიჟული შეჯიბრების ჩემპიონი.

შავდათუაშვილმა ნახევარფინალში კორეელი კანგი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ბრაზილიელ დანიელ გარგნინს დაუპირისპირდა, რომელიც ბრძოლის დაწყებისთანავე იპონით დაამარცხა.  

შეჯიბრის მეოთხედფინალში აზებაიჯანელ აგიევთან დამარცხდა და შემდეგ ბრინაჯოს მედლისთვის ბრძოლა რეპეჟაშიდან გააგრძელა თემურ ნოზაძემ (60კგ), მაგარამ ვერ მოახერხა გამარჯვება და ტურნირი უმედლოდ დაასრულა.

პარიზის გრანდ სლემზე გამომსვლელმა ორმა ძოუდოისტმა – ბაგრატ ნინიაშვილმა (66კგ) და ნაკრების დებიუტანტმა, მარიამ ციხელაშვილმა (57კგ) ტურნირი ადრეულ ეტაპზე დაასრულეს.

შარშანდელ ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი მედალი მოიპოვეს: ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ჩემპიონი გახდა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი