ლუკა მაისურაძემ პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
258 05 თებერვალი 2023, 21:10

პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე 90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ჩეხი დავიდ კლარმეტი დამატებით დროში იპონით დაამარცხა.  

დღეს გრანდ სლემზე გამოსვლა ადრეულ ეტაპზე დაამთავრეს მძიმეწონოსნებმა გურამ თუშიშვილმა და საბა ინანეიშვილმა, ასევე ვარლამ ლიპარტელიანმა (100კგ), გიორგი ბერიაშვილმა (100კგ) და ლაშა ბექაურმა (90კგ).

დღეს, ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა და გუშინ ლაშა შავდათუაშვილმა 2022 წლის შედეგი გაიმეორა და პარიზის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი