35 ქვეყანა შეთანხმდა, რომ მიიღებენ ზომებს, რათა არ დაუშვან 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მონაწილეობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
385 11 თებერვალი 2023, 00:58

35 ქვეყანა შეთანხმდა, რომ მიიღებენ ზომებს, რათა არ დაუშვან 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მონაწილეობა, - ამის შესახებ ლიეტუვის სპორტის მინისტრმა, იურგიტა შიუგჯინენემ განაცხადა.

ლიეტუვური მედიის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება სპორტის მინისტრების ერთობლივ ვიდეოკონფერენეციაში მიიღეს. ინიციატივას მხარი დაუჭირეს აშშ-ის, კანადის, ავსტრალიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის, ნიდერლანდების, ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნებმა.

მინისტრები შეთანხმდნენ ერთობლივი განცხადების გავრცელებაზე, რომელშიც ხაზს გაუსვამენ იმას, რომ აუცილებელია, რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ იყვნენ დაშვებული საერთაშორისო შეჯიბრებში მონაწილეობის მისაღებად იქამდე, ვიდრე ეს ქვეყნები არ შეწყვეტენ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი