ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი თელ-ავივის ,,გრანდ სლემის'' გამარჯვებულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
237 16 თებერვალი 2023, 21:20

ქართველი ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი თელ-ავივის ,,გრანდ სლემის'' გამარჯვებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, - 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტმა ფინალურ ორთაბრძოლაში აზერბაიჯანელი ორხან საფაროვი იპონით დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა - 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა ნადირაძემ. მან მესამე ადგილისათვის ბრძოლაში ისრაელის წარმომადგენელ ტალ ფლიკერს სძლია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი