ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ალექსანდრიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე სამი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
227 26 თებერვალი 2023, 12:11

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე სამი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს  სპორტის    სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ტურნირის ჩემპიონები რამაზ ზოიძე (72 კგ), გელა ბოლქვაძე (82 კგ) და ლაშა გობაძე (87 კგ) გახდნენ. ვერცხლის მედლებს ლერი აბულაძე (63 კგ), ჯონი ხეცურიანი (67 კგ), რობერტ კობლიაშვილი (97 კგ) და ოთარ აბულაძე (72 კგ) დაეუფლნენ, ბრინჯაოსმედალოსნები კი ზვიად პატარიძე (130 კგ) და გურამ ხეცურიანი ( 67 კგ) გახდნენ.

აღსანიშნავია, რომ 72 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში ერთმანეთს ქართველი მოჭიდავეები - რამაზ ზოიძე და ოთარ აბულაძე შეხვდნენ. ოქროს მედლისათვის ასპარეზობაში რამაზ ზოიძემ 6:0 იმარჯვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: როდესაც გაგვაკრიტიკებენ, ვინმემ გაგვცეს პასუხი იმაზე, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის ის, რაც შეიძლება უფრო მკაცრი ფორმით საფრანგეთისთვის, ევროკავშირისთვის? ამაზე პასუხი არ არსებობს
ირაკლი კობახიძე: ძალიან სამწუხაროა, რომ ჟურნალისტების უმძიმესი შეურაცხყოფა არცერთ „ენჯეოს“, არცერთ დიპლომატს არ დაუგმია
მამუკა მდინარაძე: უცხოური გავლენის შემცირებაზე ვლაპარაკობთ მეგობრებო და უცხოელებს ვკითხოთ როგორ მოვიქცეთო
პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია, ტერაქტების მუქარის გამო, შესაძლოა, ჩაიშალოს
ილია თოფურია მაიამიში ლიონელ მესის შეხვდა
არქივი